პროექტის სახელწოდება: "გაიცანით ჩვენი სოფელი"
პროექტის მიზანი: აღწერს მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან და ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას. (ლეგენდა, თქმულება და სხვ.)
გადმოცემით სოფ.ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონის ზოდის გამო, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია სახელი "ზოდი".
ზოდის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრია. ქალაქ ჭიათურას დაშორებულია 12 კმ-ით. სოფ.ზოდი არის ზოდის თემის საკრებულოს ცენტრი, მასში შედის სოფლები: ზოდი, ზედუბანი, დარკვეთი, მოხროთუბანი. სოფელში დღეისათვის ცხოვრობს 635 კომლი, 2150 სული მაცხოვრებლით, მაშინ როცა 1989 წლისათვის აქ ცხოვრობდა 2440 სული, რაც გამოწვეულია დღევანდელი უმძიმესი ეკონოპმიკური და სოციალური პირობებით. ისე როგორც ზემო იმერეთის ბევრი სოფლიდან სოფ.ზოდიდანაც არნახული ტემპით მიმდენარეობს მოსახლეობის მიგრაცია.
სოფელში 73 გვარის წამრმომადგენლები ცხოვრობენ. აქედან ძირძველი გვარებია: ბარათაშვილი, გამყრელიძე, გიორგაძე, იობაშვილი, სხირტლაძე, ჭიღლაძე, ბოყოველი, ნადირაძე, ბოჭორიშვლი, მერმანიშვილი, ხვედელიძე.
სოფლის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. მოჰყავთ მარცვლეული: სიმინდი, ლობიო, სოიო. კარგად მოდის ხორბალი, განვითარებულია მევენახეობა, არის ჩაის კულტურა, კარგად ხარობს ხეხილი, მოჰყავთ ბოსტნეული, სანამ ზოდის კოლმეურნეობა დაიშლებოდა 1992 წლამდე მიუხედავათ იმისა რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები ურწყავი იყო, კოლმეურნეობა ყოველწლიურად აწარმოებდა 40 ტ ხახვს, 48 ტ მაღალხარისხოვან ჩაის, 65 ტ ყურძენს,
სოფელში იყო მსხვილფეხა რქოსანი პირეუტყვის ფერმა 800 სულით, დღესში საშუალოდ 700 ლ რძეს იღებდნენ. წლიური ბრუნვა კოლმეურნეობისა 1000000 მანეთს შეადგენდა.
დღევანდელი მდგომარეობით სოფელში სოფლის მეურნეობის აღნიშნული დარგები მთლიანად განადგურებულია. ჩვენის აზრით თანამედროვე ტექნიკის შემოტანით და კერძო მანქანა-ტრაქტორის პარკის აღდგენით, რომელიც ასევე სოფლის გლეხებს მომამარაგებს სასუქებითა და შხამ-ქიმიკატებით, შესაძლებელია სოფლის ტრადიციული დარგების გაცოცხლება.
სოფელ ზოდში ფუნქციონირებს 1 საშუალო და 1 დაწყებითი სკოლა, საბავშვო ბაღი და მუშაობს სამედიცინო ამბულატორია.
სოფელ ზოდის ტერიტორია საინტერესოა აქ წარმოდგენილი კარსტული ფორმებით. მათშორის აღსანიშნავია კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები.
სოფელი ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო "კოდისწყლის" სახელით. თანამედროვეების გადმოცემით ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოდიოდნენ და მიჰქონდათ ეს წყაროს წყალი, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა, მაგრამ სამწუხაროდ დარკვეთის მაღაროთა სამმართველომ, როცა ამ ადგილების ღია კარიერული წესით დამუშავება დაიწყო წყარო გაქრა, თუმცა ის მცირე ნაწილი რომელიც მორაკრაკებს შეიძლება გასუფთავდეს და დაინტერესების შემთხვევაში პირვანდელი მნიშვნელობა აღიდგინოს.
როგორც ზემოთ ავღნეშნეთ სოფ.ზოდს ჩრდილოეთით ესაზღვრება ღრმა კლდოვან ნაპრალებში ჩაკარგული პატარა მდინარე ციხისწყალი, სწორედ ციხისწყალზე აგებული ბონდით უკავშირდება ზოდი სოფ. ზედუბანს. ბონდის სიგრძე 50 მეტრია სიმაღლე 80 მ-მდე.
მისი აგების დრო არ არის ცნობილი. ნაპოვნია ციხის ახლო მიდამოებში ადგილობრივთა მიერ სამი სამარხი, სამარხები არქიტექტურული თვალსაზრისით დიდად საყურადღებოა, ნაპოვბნია სპილენძის მონეტა, რომელიც 1797 წლით თარიღდება, ადგილობრივების მიერ ნაპოვნია მშვილდისრის წვერი აგრეთვე ციხის გასაღები. ზედუბნის ციხე ჯერ კიდევ საფუძვლიანად მოითხოვს შესწავლას, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე. ციხის შიგნით ყოფილა წყლის აუზი და ქვევრებიც.
პროექტის მიზანი: აღწერს მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან და ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას. (ლეგენდა, თქმულება და სხვ.)
მოსწავლე იკვლევს და ადგენს სოფ. ზოდში მცხოვრები
ხალხებისა და გვარების წარმომავლობასა და ისტორიას.
მოსწავლე აცნობიერებს პრობლემებს თავის სოფელში
და სახავს გზებს მომავალი პერსპექტიული განვითარებისთვის.
მოსწავლე აღწერს სოფ.ზოდში გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, სადღესასწაულო დღეებს.
იკვლევს წარსულში და ახლა სოფელში გავრცელებულ სოფლის მეურნეობის დარგებს, იკვლევს პრობლემებს და სახავს გზას მომავალი განვითარებისათვის.
პროექტის ამოცანები: 1.მოსწავლეთა
ჯგუფებზე დავალებების განაწილება.პირველი ჯგუფი იძიებს იკვლევს მასალებს სოფლის მდებარეობის,ღირსშესანიღნაობების
შესახებ(გეოგრაფების .)მეორე ჯგუფი აღწერს სოფლის მოსახლეობის შემადგენლობას და გვარების
წარმომავლობას.(ეთნოგრაფები.)მესამე გუფი აგროვებს ინფორმაციას და ატარებს გამოკვლევას
სოფლის ტრადიციული სამეურნეო დარგების განვითარების შესახებ.(ქიმიკოსების ჯგუფი).მეოთხე
ჯგუფი აგროვებს მასალებს სოფლის ისტირიულ
-კულტურული ტრადიციების,წეს-ჩვეულებების შესახებ.(ისტორიკოსთა ჯგუფი).
დაგეგმილი აქტივობები და განხორციელებული ღონისძიებები:
მოსწავლეთა პირველი-
გეოგრაფების ჯგუფი ,ინტერნეტის,სამეცნიერო ლიტერატურის დაუშუალოდ თავიანთი დაკვირვების
მეშვეობით აღწერს სოფ. ზოდის მდებარეობას საზღვრებს,კლიმატს და ქმნის საინტერესო ფოტო
მასალას.
მეორე-ეთნოგრაფები
ხვდებიან სოფლის უხუცეს ადამიანებს,იყენებენ ინტერნეტ მასალებს,სამეცნიერო ლიტერატურას
და აღწერენ სოფელში მცხოვრებ ადამიანთა გვარების წარმომავლობას,იკვლევენ თითოეული გვარიდან
წარმატებულ ადამიანთა ისტორიას ,რომლებმაც რაიმე სარგებელი მოუტანეს ქვეყანას.
მესამე ქიმიკოსთა-ჯგუფი
ხვდება ადგილობრივი თემის ,საკრებულოს წარმომადგენლებს. ეცნობიან და აღწერენ სოფლის
ტრადიციული სამეურნეო დარგების:მევენახეობის,მესაქონლეობის,მარცვლოვანი კულტურის წარმატებებს
წარსულში,წარმოჩენენ დღევანდელ პრობლემებს და სახავენ მომავალი განვითარების გზას.
მეოთხე ისტორიკოსთა-ჯგუფი
ხვდება სოფლის საზოგადოების სხვადასხა ფენის წარმომადგენლებს,რომელთა მონათხრობს ადარებს
ინტერნეტით, სამეცნიერო ლიტერატუტაში მოძიებულ მასალებს,სოფლის კულტურულ- ისტორიული
ღირსშესანიშნაობების, წეს-ჩვეულებების ტრადიციების შესახებ ,რომლის შემდეგ აკეთებენ
თავიანთი შეხედულებების ინტეპრეტაციას.
ამის შემდეგ მ
ოსწავლეები თავიანთ ნანუშევრებს აწყობენ Power-Point -ს ფორმატში
და წარმოადგენენ პრეზენტაციას კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
მოსალოდნელი შედეგები: 1.ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე ადგენს თავისი სოფლის მდებარეობას, საზღვრებს,
კლიმატს, განსაზღვრავს ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას სოფლის განვითარებისათვის.
2.ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე იკვლევს და ადარებს სოფლის ტრადიციული,
სამეურნეო დარგების დანიშნულებას და ხედავს მისი
მომავლის განვითარებას სოფლის მომავალი წარმატებებისათვის.
3.ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე ისმენს, იკვლევს და აანალიზებს თავისი
სოფლის ისტორიულ წარსულს, ტრადიციებსა და კულტურულ წეს-ჩვეულებებს.
4.ეროვნნული სასწავლო
გეგმის მიხედვით შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე აღწერს მშობლიურ სოფელში მდებარე ბუნებრივ
ან და ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს) და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას. (ლეგენდა, თქმულება
და სხვ.)
აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს
გამოუმუშავდათ კვლევის უნარჩვევა, მოტივაციური, დიდაქტიკური, ეკონომიკური, სოციალური
და პოლიტიკური ფუნქციების განხორციელების უნარი.
სოფელი ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეზე. აღმოსავლეთიდან სოფ.ზოდს ესაზღვრება მდ. ჯრუჭულის ხეობა და საჩხერის რაიონი სოფ. სარეკი. დასავლეთიდან მდ. ნეკრესას ხეობა და სოფლები: წირქვალი და ხალიფაური. სამხრეთიდან სოფ. დარკვეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია წირქვალის საკრებულოს სოფ. ქვედა ჭალოვანით, სოფ. მოხროთუბნითა და მდინარე ციხისწყლის ხეობით.
სოფელი ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეზე. აღმოსავლეთიდან სოფ.ზოდს ესაზღვრება მდ. ჯრუჭულის ხეობა და საჩხერის რაიონი სოფ. სარეკი. დასავლეთიდან მდ. ნეკრესას ხეობა და სოფლები: წირქვალი და ხალიფაური. სამხრეთიდან სოფ. დარკვეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია წირქვალის საკრებულოს სოფ. ქვედა ჭალოვანით, სოფ. მოხროთუბნითა და მდინარე ციხისწყლის ხეობით.
გადმოცემით სოფ.ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონის ზოდის გამო, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია სახელი "ზოდი".
ზოდის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრია. ქალაქ ჭიათურას დაშორებულია 12 კმ-ით. სოფ.ზოდი არის ზოდის თემის საკრებულოს ცენტრი, მასში შედის სოფლები: ზოდი, ზედუბანი, დარკვეთი, მოხროთუბანი. სოფელში დღეისათვის ცხოვრობს 635 კომლი, 2150 სული მაცხოვრებლით, მაშინ როცა 1989 წლისათვის აქ ცხოვრობდა 2440 სული, რაც გამოწვეულია დღევანდელი უმძიმესი ეკონოპმიკური და სოციალური პირობებით. ისე როგორც ზემო იმერეთის ბევრი სოფლიდან სოფ.ზოდიდანაც არნახული ტემპით მიმდენარეობს მოსახლეობის მიგრაცია.
სოფელში 73 გვარის წამრმომადგენლები ცხოვრობენ. აქედან ძირძველი გვარებია: ბარათაშვილი, გამყრელიძე, გიორგაძე, იობაშვილი, სხირტლაძე, ჭიღლაძე, ბოყოველი, ნადირაძე, ბოჭორიშვლი, მერმანიშვილი, ხვედელიძე.
სოფლის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. მოჰყავთ მარცვლეული: სიმინდი, ლობიო, სოიო. კარგად მოდის ხორბალი, განვითარებულია მევენახეობა, არის ჩაის კულტურა, კარგად ხარობს ხეხილი, მოჰყავთ ბოსტნეული, სანამ ზოდის კოლმეურნეობა დაიშლებოდა 1992 წლამდე მიუხედავათ იმისა რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები ურწყავი იყო, კოლმეურნეობა ყოველწლიურად აწარმოებდა 40 ტ ხახვს, 48 ტ მაღალხარისხოვან ჩაის, 65 ტ ყურძენს,
სოფელში იყო მსხვილფეხა რქოსანი პირეუტყვის ფერმა 800 სულით, დღესში საშუალოდ 700 ლ რძეს იღებდნენ. წლიური ბრუნვა კოლმეურნეობისა 1000000 მანეთს შეადგენდა.
დღევანდელი მდგომარეობით სოფელში სოფლის მეურნეობის აღნიშნული დარგები მთლიანად განადგურებულია. ჩვენის აზრით თანამედროვე ტექნიკის შემოტანით და კერძო მანქანა-ტრაქტორის პარკის აღდგენით, რომელიც ასევე სოფლის გლეხებს მომამარაგებს სასუქებითა და შხამ-ქიმიკატებით, შესაძლებელია სოფლის ტრადიციული დარგების გაცოცხლება.
სოფელ ზოდში ფუნქციონირებს 1 საშუალო და 1 დაწყებითი სკოლა, საბავშვო ბაღი და მუშაობს სამედიცინო ამბულატორია.
სოფელ ზოდის ტერიტორია საინტერესოა აქ წარმოდგენილი კარსტული ფორმებით. მათშორის აღსანიშნავია კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები.
სოფელი ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო "კოდისწყლის" სახელით. თანამედროვეების გადმოცემით ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოდიოდნენ და მიჰქონდათ ეს წყაროს წყალი, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა, მაგრამ სამწუხაროდ დარკვეთის მაღაროთა სამმართველომ, როცა ამ ადგილების ღია კარიერული წესით დამუშავება დაიწყო წყარო გაქრა, თუმცა ის მცირე ნაწილი რომელიც მორაკრაკებს შეიძლება გასუფთავდეს და დაინტერესების შემთხვევაში პირვანდელი მნიშვნელობა აღიდგინოს.
როგორც ზემოთ ავღნეშნეთ სოფ.ზოდს ჩრდილოეთით ესაზღვრება ღრმა კლდოვან ნაპრალებში ჩაკარგული პატარა მდინარე ციხისწყალი, სწორედ ციხისწყალზე აგებული ბონდით უკავშირდება ზოდი სოფ. ზედუბანს. ბონდის სიგრძე 50 მეტრია სიმაღლე 80 მ-მდე.
ზოდისა და ზედუბნის წყალგამყოფზე ციხისწყლის მარცხენა ნაპირზე აღმართულია ზედუბნის ციხე. გადმოცემის მიხედვით მდინარის სახელწოდებაც აქედან წარმოსდგება "ციხისწყალი". ზედუბნის ციხე ისტორიაში ცნობილია წირქვალის ციხის სახელწოდებით.
მისი აგების დრო არ არის ცნობილი. ნაპოვნია ციხის ახლო მიდამოებში ადგილობრივთა მიერ სამი სამარხი, სამარხები არქიტექტურული თვალსაზრისით დიდად საყურადღებოა, ნაპოვბნია სპილენძის მონეტა, რომელიც 1797 წლით თარიღდება, ადგილობრივების მიერ ნაპოვნია მშვილდისრის წვერი აგრეთვე ციხის გასაღები. ზედუბნის ციხე ჯერ კიდევ საფუძვლიანად მოითხოვს შესწავლას, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე. ციხის შიგნით ყოფილა წყლის აუზი და ქვევრებიც.
ზოფელ ზოდის ეკლესიის ტეროტორიაზე არის უძველესი "ცხრა ძმა ცაცხვი", რომელიც შეტანილია წითელ წიგნში.
სოფ. ზოდში პოპულარულია ტრადიციული ქართული დღესასწაულების: შობა, ახალი წელი, აღდგომა, გიორგობა.
უხუცესი ადამიანების გადმოცემით სოფელ ზოდს "სამეფო სოფელს" უწოდებენ, მართლაც რომ სამეფო გონების ადამიანები დაიბადნენ და დააბიჯებდნენ ამ მიწაზე: გამყრელიძე შოთა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი; გიორგაძე ალიოშა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აბაშიძე გურამ-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; გამყრელიძე ირაკლი-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვები.
ზოფელ ზოდს ხშირად სტუმრობდნენ და ძალიან უყვარდათ აქ ყოფნა დიდ კონსტანტინე გამსახურდიას, მწერალს აკაკი ბელიაშვილს, რომელებსაც ნათესაური კავშირი ჰქონდათ გამყრელიძეებთან.
საინტერესოა ზოდში დაბადებული და გაზრდილი ემიგრანტი პოეტის გიორგი გამყრელიძის ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც დასაფლავებულია მიუხენში. თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებულ მგოსანს უკანასკნელი სურვილი შეუსრულა კონსტანტინე(კოკო) გამსახურდიამ, რომელმაც მშობლიური სოფლის-ზოდის მიწა ჩაიტანა მიუხენში და მის საფლავს მოაბნია.
ამდენად, მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებოა ჩვენი სოფელი, რომელიც ამჟამად დღითიდღე იცლება მოსახლეობისგან. საგლეხო მეურნეობის გაძლიერება, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღორძინება, სოფლის გზის, წყლის, გაზიფიკაციის და საერთოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სოფელს სიცოცხლეა დაუბრუნებს.
ინფორმაცია ჩვენს შესახებ: პროექტზე იმუშავა სოფ. ზოდის საჯარო სკოლის IXკლასის მოსწავლეებმა: ელისაბედ ბურძენიძე, დათო გიორგაძე, მევლუდი გამყრელიძე, საბა ბოყოველი, ლადო ქურცაძე.
ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი ნონა ყაველაშვილი. nonakavelasvili@gmail.com
ტელ: 595 54 28 44.
გამოყენებული ლიტერატურა: ინტერნეტ რესურსი:
wikipedia.ge, google.ge , chiaturainfo.ge, გიორგი დვალაშვილი-„საჩხერე-ჭიათურის ისტორიულ
ეთნოგრაფიული ანალიზი“ გამოცემული 2013 წლის 17 ოქტომბერი.
სოფელ ზოდის უცუცესი ადამიანების ნაამბობი: აკაკი
იობაშვილი 92 წლის; პავლე გაბრიჭიძე 94 წლის; ზურა დათეშიძე 84 წლის; ოლია ჭიაღლაძე
92 წლის.
Комментариев нет:
Отправить комментарий